პორტუგალიაში ხანძრის გამო, რამდენიმე რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში, ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონების მაკაოს, ვილა-რეის და კაშტელუ ბრანკუს ტყეებში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ზოგან სოფლებს და მდინარისპირა პლაჟებს მიუახლოვდა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 30 ადამიანი დაშავებულია, მათგან ერთი მძიმედ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძარს 870 მეხანძრე ებრძვის, მათ სამხედროებიც ეხმარებიან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. არსებობს ეჭვი ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს