ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო გარდაიცვალა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად სააგენტოს განცხადებაში წერია.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნო მწუხარებით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა გენერალური დირექტორი იუკია ამანო“, - წერია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, იუკია ამანო ატომური ენერგიის სააგენტოს 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების უზრუნველყოფა მსოფლიოს მასშტაბით. იგი გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციაა.

იხილეთ ვიდეო: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო გარდაიცვალა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს