ქუთაისში სამკერვალო საწარმო "ქუთექსის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში სამკერვალო საწარმოს "ქუთექსი" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. სამკერვალოში დასაქმებულები არასათანადო პირობებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ადმინისტრაცია ხელშეკრულების პირობებს არღვევს.

„არასათანადო პირობებში ვმუშაობთ, არ არის ვენტილაცია, გვაყენებენ შეურაცხყოფას და არ გვიხდიან ხელფასს. გვეუბნებიან, რომ წუნდებულ ტანსაცმელს ვკერავთ, 350 ლარია საშუალო ხელფასი და იმასაც არ გვიხდიან", - განაცხადა აქციის მონაწილე თეა ცნობილაძემ.

მისი თქმით, საწარმოში 120 ადამიანი მუშაობს და პროტესტს ყველა უერთდება.

ადგილზე პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები იმყოფებიან. ირაკლი მხეიძის თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დავა სასამართლოში გაგრძელდება.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგოლაშვილი თანამშრომელთა ბრალდებებს არ იზიარებს. მისი თქმით, არასწორია, თითქოს თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებენ და ხელფასს არ უხდიან.

"ხელფასები დაგვიანდა, მაგრამ არავინ ამბობს, რომ არ გადავუხდით, დაირიცხა თანხა და მომავალ კვირაში გადავუხდით. სწორი არ არის თითქოს შეურაცხყოფას ვაყენებთ, ეს უნდა ჰკითხოთ ყველას და არა ერთ და ორ თანამშრომელს. "ვაიკიკმა" ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან უხარისხო პროდუქცია შეიკერა. გვყავს ახალი დამკვეთი, მაგრამ თანამშრომლებმა უარი განაცხადეს მუშაობაზე", - განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისში სამკერვალო საწარმოს "ქუთექსი" თანამშრომლებმა აქცია გამართეს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა