საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პო­ლო­ნეთ­ში, სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი­დან გადმოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა, ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოს საკონსულო პოლონეთში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე ბუხულეიშვილის საწარმოო ტრავმის შესახებ ინფორმირებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონსულს პირადად აქვს კომუნიკაცია დაშავებულთან და მისი ოჯახის წევრებთან. საუბარი შედგა საკონსულოსა და იმ კომპანიის დირექტორს შორის, სადაც დასაქმებული იყო საქართველოს მოქალაქე.

„ალექსანდრე ბუხულეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პოლონეთში საქართველოს კონსული მუდმივ კომუნიკაციაშია მკურნალ ექიმთან, რომელიც აცხადებს, რომ მდგომარეობა მარტივი არ არის. ამ დროისთვის დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას გადაიყვანენ სარეაბილიტაციო ცენტრში. ამასთანავე, კონსულს კომუნიკაცია აქვს ქალაქ პოზნანში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ეხმარება ექიმებთან კომუნიკაციასა და მისთვის ყველა ინფორმაციის თარგმნაში“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ პო­ლო­ნეთ­ში, სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი­დან მუშა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 27 წლის ალექ­სან­დრე ბუ­ხუ­ლე­იშ­ვი­ლი გად­მო­ვარ­და, რო­მე­ლიც ხერ­ხემ­ლის მძი­მე და­ზია­ნე­ბით კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა