კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ

კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პირველად საქართველოში, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ. ეროვნულ სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ქინან ბაჰნასიმ კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატი გადასცეს.

„საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თორმეტმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა შრომითი დავების საერთაშორისო სასერტიფიკატო სწავლება წარმატებით გაიარა.

კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის მიზანია შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტა. ეფექტური სისტემის აუცილებელი გარანტი კი კვალიფიციური და დამოუკიდებელი მედიატორია.

სწავლება ერთკვირიანი იყო. ტრენინგი შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ასევე დაეხმარება მედიატორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მათი უნარ-ჩვევების გაღრმავებას ითვალისწინებს. აღნიშნული ტრენინგის გავლა ამ საქმიანობაში მყოფი ადამიანების ცოდნას გააღრმავებს და მომავალში კი მედიაციის პროცესის წარმატებას განაპირობებს”, - აღნიშნავენ სამინისტროში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე