გია ვოლსკი - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შავ ფულს ვიღებთ ივანიშვილისგან, რაც სიბინძურეა, ასე წყაროზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის ნაწილი სატანისტურ შეკრებებს ატარებს

ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაც არ არის სიმართლე და წარმოადგენს სიბინძურეს. ასე წყაროზე დაყრდნობით მეც შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით სატანისტურ შეკრებას ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებიან, რომ არ უღალატებენ ერთმანეთს და იქნებიან ამ ბრძოლაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს კრიტიკული მედია საშუალება, თუმცა არა ის მედია საშუალება, რომელიც ბულინგისა და შანტაჟის ენით ცდილობს ოპონენტების დაკნინებას.

„მე არ ვიცი რას ეძახით სარედაქციო დამოუკიდებლობას, მაგრამ ფაქტია, ბულინგით, შანტაჟით, ტყუილებით ცდილობენ დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტები. ეს აშკარად თვალსაჩინო გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაც არ არის სიმართლე და წარმოადგენს სიბინძურეს. ასე წყაროზე დაყრდნობით მეც შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით ატარებს სატანისტურ შეკრებებს და შავი კატის წინაშე იფიცებიან, რომ არ უღალატებენ ერთმანეთს და იქნებიან ამ ბრძოლაში. არ მაინტერესებს ვისია ეს არხი, მე მინდა ვიხილო კრიტიკული მედია, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის და არა შანტაჟისტი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის