ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 24 ივლისს კი, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. პირველი ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ეცნობა. ამ მიზნით ბოლო ორი დღის მანძილზე სოფიო გორგოძე ზუგდიდის, ოზურგეთის, ფოთისა და ბათუმის საგამოცდო ცენტრებში იმყოფებოდა და ადგილზე აკვირდებოდა საგამოცდო პროცესს.

2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა