დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ბრალდებული გიორგი ყუფარაძე 12 ნაფიცი მსაჯულიდან ცხრამ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო, სამმა კი უდანაშაულოდ. მსჯავრდებულ ყუფარაძის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ცნობისთვის, გიორგი ყუფარაძე თავს დამნაშავედ არ სცნობდა. არსებული ინფორმაციით, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საქართველოდან წავიდა. მისი ექსტრადირება გასული წლის ნოემბერში მოხდა. კვეზერელების მკვლელობაში ასევე ბრალდებულია მეორე პირიც, ვასილ გოშაძეც. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ვინაიდან მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა.

დედა-შვილი, ნატო და გურამ კვეზერელები 2014 წელს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, გურამ კვეზერელი ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ მოკლა. ის გაუჩინარებულად ითვლებოდა. მის ცხედარს, კოჯორში ყუფარაძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაკვლიეს. ის კასრში იყო დამარხული, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარს მჟავა ჰქონდა დასხმული. მიუხედავად ამისა, მისი იდენტიფიცირების მოხდენა მაინც შესაძლებელი იყო, რის გამოც, ბრალდებულებმა კვეზერელის ცხედარს ბეტონი დაასხეს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულები მოკლულის საცხოვრებელ სახლში წავიდნენ, სადაც გიორგი ყუფარაძემ გურამ კვეზერელის დედა, ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. მკვლელობის შემდეგ, კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. ბრალდებული პირები, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე წარსულშიც ნასამართლევები არიან. არსებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე ფიგურირებდნენ 2003 წლის 15 სექტემბერს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეში. ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის. მას 2008 წელს 25 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, საპატიმრო ვადაზე ადრე, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის საფუძველზე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ყუფარაძემ პოლიციას ზუბადალაშვილის მკვლელობის შემკვეთები დაუსახელა. რაც შეეხება გოშაძეს, ის თავის დროზე სასჯელს "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის და დაცვის თანამშრომლის მკვლელობისთვიზ იხდიდა და საპატიმრო ვადაზე ადრე მანაც გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ამნისტიის შედეგად 2013 წელს დატოვა. 2014 წელს კი მან, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძესთან ერთად დედა-შვილი კვეზერელები მოკლა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის მოგვიანებით, სხვა დანაშაულისთვის დააკავეს და 14 წლიანი პატიმრობა ნარკოდანაშაულისთვის შეუფარდეს. სახელმწიფო ბრალდება გიორგი ყუფარაძეს ორი პირის განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით ჩადენას, ასევე ცეცლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს