შალვა თადუმაძე კაზუსზე, რომელიც მოსამართლის თვითგადარჩენას ეხება - ასეთი მოსამართლე უნდა მოკვდეს

მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მან ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და თუ ის თავის ნაწილში ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ბუნებრივია, ის ვერ უზრუნველყოფს სხვა ნაწილში,- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების დროს იუსტიციის საბჭოში განაცხადა.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა შალვა თადუმაძეს შემდეგი ტიპის კაზუსიდან კითხვა დაუსვა: " მაგალითად, მოსამართლეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ყოველ თვე ესაჭიროება მკურნალობა, მაგალითად, "იმუნოგლობულინის" გადასხმა, რომლის ღირებულება არის მოსამართლის ერთი თვის ხელფასი. მოსამართლე, იმიტომ, რომ ფიზიკურად გადარჩეს, იძულებულია საღამოს საათებში, არასამუშო საათების დამატებით იმუშაოს. მაგალითად, მიიღოს სტუდენტები სახლში და ამეცადინოს. ან ცოტა გავართულოთ შემთხვევა, დაწერილი აქვს თავისთვის დისერტაცია და ყიდის ამ დისერტაციას მაღალი თანამდებობის პირზე, რადგან გადარჩეს. შემიფასეთ მოსამართლის ქმედება, მითხარით არგუმენტი, კონტრარგუმენტი და თქვენი შეფასება ბოლოს", - მიმართა თადუმაძეს ირმა გელაშვილმა.

თადუმაძემ აღნიშნა, რომ პასუხს ადამიანური გადმოსახედიდან სცემს და არა თანამდებობრივიდან.

"მე რომ ის ტვირთი არ მქონდეს, რაც თანამდებობრივი ტვირთი მაქვს, უფრო რადიკალურად გიპაუხებდით, მე მგონია, რომ ასეთი მოსამართლე უნდა მოკვდეს. უნდა მოკვდეს იმიტომ, რომ თუ ეს თვითგადარჩენისთვის არის. მე უბრალოდ, ამას ვსაუბრობ ადამიანური და არა თანამდებობრივი ნაწილით.

ნახეთ, (მიმართა ირმა გელაშვილს) თქვენ ამბობთ თავი რომ გადაირჩინოს, ამიტომ დისერტაციას წერს და ყიდის ხომ?! სტუდენტებს ამეცადინებს ეს პედაგოგიური საქმიანობაა", - აღნიშნა თადუმაძემ.

ამასთან თადუმაძემ აღნიშნა, რომ კაზუსი არასწორია.

"კერძოდ, ამეცადინეებს. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლის ეთიკის წესებს არ შეესაბამება. მე მგონია,რომ კაზუსი არასწორია, საერთოდ. რაც შეეხება შემთხვევას, თუ მოსამართლე დისერტაციას წერს და ყიდის ეს დანაშაულია.

დანაშაულია, როდესაც დისერტაციას წერს და ყიდის, იმიტომ რომ დისერტაცია ეს არის უფლების მოპოვების საშუალება რომელიც შეიძლება. მითუმეტეს, მას თუ აქვს ამის შესაძლებლობა, რომ დისერტაცია დაწეროს და გაყიდოს, მე,რამდენადაც მახსოვს, ჩვენთან არა, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, როდესაც დისერტაციის დამწერი და შემდეგ ამის გამყიდველები პასუხისგებაში მიეცნენ, რადგან ამ დისერტაციით პირს ეძლევა შესაძლებლობა, რომ რაღაც უფლება მოიპოვოს, იგივე სამეცნიერო ხარისხი", - აღნიშნა თადუმაძემ.

ირმა გელაშვილმა უთხრა, რომ შეეფასებინა მოსამართლის ქცევა.

"მე მინდა მოსამართლის ქცევა შემიფასოთ, საბჭოს წევრი რომ იყოთ მოსამართლეს გაათავისუფლებდით?"- მიმართა გელაშვილმა თადუმაძეს.

"არ ვიცი, გავათავისუფლებდი თუ არა, მაგრამ არ არის ეთიკური, იმიტომ რომ მოსამართლემ თავი გადაირჩინოს ამისთვის ჩადიოდეს საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის ეთიკის ნორმებს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გადიოდეს დანაშაულის ზღარზე. ვფიქრობ, რომ დისერტაციის დაწერა და მერე ამის გაყიდვა, არც პედაგოგიურ საქმიანობაში შედის და უფრო სავაჭრო ურთიერთობაში შესვლას ნიშნავს და თუ იქ უფლების მოპოვების ნაწილი არის, უფრო მძიმე შემთხევევაა. კაზუსი არ არის სწორად შედგენილი, მაგრამ არაუშავს, მე მაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ მოსამართლე თვითგადარჩენისთვის, ხელფასისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის გადაწყვეტილებებს არ იღებს", - განაცხადა თადუმაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა