ეკა ბესელია - მაია ცქიტიშვილი იმასაც თუ ვერ ხვდება ბოდიში აქვს თუ არა მოსახდელი, ჩემი კომენტარი ზედმეტია

იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებით და კომენტარით გააკეთა მაია ცქიტიშვილმა, - ასე უპასუხა პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.

ბესელიას თქმით, მაია ცქიტიშვილს როგორც ქალს, დაფიქრება მართებს იმაზე თუ რას ამბობს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ავალებს მას ამას.

"თუ მაია ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით რა გაუკეთა საკუთარ თავს, იმასაც თუ ვერ ხვდება ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია. მე არ ვთვლი ღირსად, რომ მასზე კომენტარი ვაკეთო. იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებით და კომენტარით გაუკეთა საკუთარ თავს მაია ცქიტიშვილმა. უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება და უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა და ვიდრე სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რა თანამდებობაც მას უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი და ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეს ქალი რას ლაპარაკობ, ვინც არ უნდა გავალებდეს ამას", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ თვლის, რომ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებაზე გაკეთებული მისი განაცხადება არაეთიკური იყო. მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია, რასაც თავად ბესელიამ „მდაბიო“ და „სამარცხვინო“ უწოდა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა