ვატო შაქარიშვილი - მერიას გამოგზავნილი აქვს დოკუმენტი, რომელშიც სავარაუდო კორუფციული სქემაა, რაც მერიასა და ერთ კონკრეტულ ბიზნესჯგუფს შორის არსებობს

თბილისის მერიას გამოგზავნილი აქვს დოკუმენტი, რომელშიც დასამტკიცებლად შემოთავაზებულია სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელიც დიდი ხანია არსებობს მერიასა და ერთ კონკრეტულ ბიზნესჯგუფს - “ვისოლ ჯგუფს“ შორის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, თბილისის მერიის მიერ საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტში შემოთავაზებულია სავარაუდო კორუფციული სქემა, რომლის მიხედვით, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე სკვერის სანაცვლოდ, “ვისოლ ჯგუფს“ 7 ჰექტრის მოცულობის მიწის ნაკვეთი ლისის ტბაზე, ბეთლემის ქუჩაზე 3-სართულიანი კაპიტალური შენობა და დიღმის მასივში 1 ჰექტარo მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობებით გადაეცემა.

“მოგეხსენებათ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა იმართება. თბილისის მერიას გამოგზავნილი აქვს დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ შემოთავაზებულია დასამტკიცებლად სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს მუნიციპალიტეტის მერიასა და ერთ კონკრეტულ ბიზნესჯგუფს შორის, რომელიც არის “ვისოლ ჯგუფი“. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორ სარგებლობდა ეს ბიზნესჯგუფი “ნაციონალური მოძრაობის“ დროს პრივილეგიებით და პრეფერენციებით. ის იყო სალარო და “შავი ფულის“ გამტარი. დღეს მერია საკრებულოს სთავაზობს დაამტკიცოს დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე სკვერისა და დიდ დიღომში არსებული სტადიონის დათმობის ნაცვლად, “ვისოლ ჯგუფს“ თბილისელებმა გადაუფორმონ მიწის ნაკვეთი 7 ჰექტარის მოცულობით ლისის ტბაზე, ბეთლემის ქუჩაზე 3-სართულიანი კაპიტალური შენობა და დიღმის მასივში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობებით. ეს არის ის ფასი, რასაც მერია დღეს გვთავაზობს, რომ “ვისოლ ჯგუფისთვის“ სკვერის გადმოცემის სანაცვლოდ ჩვენ გადავიხადოთ. აღსანიშნავია, რომ “ვისოლ ჯგუფი“ მის საკუთრებაში არსებულ ვერც ერთ მიწის ნაკვეთს სამშენებლოდ ვერ გამოიყენებდა, ეს არის შავი, უპერსპექტივო აქტივი, რომელსაც მერია უთეთრებს ათეულობით მილიონ დოლარში“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს