ვახუშტი მენაბდე - მთავარი საკითხია,  რატომ უნდა მოუნდეს ქვეყნის პირველ პროკურორს უზენაეს სასამართლოში გადასვლა მას შემდეგ, რაც მისი დანიშვნიდან რამდენიმე თვეა გასული?

მთავარი საკითხია, რატომ უნდა მოუნდეს ქვეყნის პირველ პროკურორს უზენაეს სასამართლოში გადასვლა მას შემდეგ, რაც მისი დანიშვნიდან სულ რამდენიმე თვე არის გასული? - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენამდემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მენაბდეს თქმით, მას იმედი აქვს, რომ თადუმაძესთან ეს კითხვა დაისმევა დღევანდელ გასაუბრებაზე.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, რომელიც არის უნიკალური პროცესი საქართველოს ისტორიაში. ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა და ბევრი საინტერესო პასუხი მივიღეთ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტს, რომ საბოლოო ჯამში, მიიღონ იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს დღეს შერყეული რეპუტაციის მქონე სასამართლოში მდგომარეობის გაუმჯობესებას. თადუმაძესთან დაკავშირებით თავიდანვე არსებობდა კითხვები, როდესაც სიაში ვიხილეთ . მთავარი საკითხი არის, რატომ უნდა მოუნდეს ქვეყნის პირველ პროკურორს უზენაეს სასამართლოში გადასვლა მას შემდეგ , რაც მისი დანიშვნიდან სულ რამდენიმე თვე არის გასული? ეს არის მთავარი კითხვა ბატონი თადუმაძის მიმართ. დიდი ინტერესით ველოდებით თადუმაძის ამ კითხვაზე პასუხს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს