„საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „გორი-ქარელის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის ახლად აშენებული ,,ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 25 ივლისს, 06:00 საათიდან - 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება: ბერძენაულის, აბისის, აბისთავის, საციხეთის, აბანოს, აბანოსკოდას, ბრეძას, ატოცის, წვრინისის, გულიკაანის, კნოლევის, ცერონისის, უმანის, ავლევის, წაღვლის, ტკოცას, ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ყობის, ღოღეთის, ფცას, თამარაშენისა და ქვემო შაქშაქეთის მოსახლეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა