დღეს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი წარმატებით გამოიცადა

დღეს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი წარმატებით გამოიცადა.

1999 წლის 23 ივლისიდან 28 ივლისამდე ის ღია კოსმოსურ სივრცეში სრულად გაიშალა, 28 ივლისს კი ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დამოუკიდებელ ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - გასაშლელი რეფლექტორი მაქსიმალური გაბარიტით 6,42 მეტრი, დაპროექტდა, დამზადდა, წინასაფრენოსნოდ გამოიცადა, კოსმოსში გასაგზავნად მომზადდა და ორბიტაზე ჩასატარებელი ექსპერიმენტის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა საქართველოში, ქვეყნის მოქალაქეების მიერვე.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს