პროექტის - „ოჯახში ძალადობის შემცირება“ დახურვის ღონისძიება გაიმართება

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პროექტის - „ოჯახში ძალადობის შემცირება“ ხვალ, (USAID) დახურვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მიზანია, პროექტის 4-წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშის საზოგადოებისთვის წარდგენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი 2015 წლის 2 ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის 31 ივლისს დასრულდება. პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული დღისწესრიგის განხორციელებაში.

პროექტი ითვალისწინებდა ორ კომპონენტს: ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა. დაცვის კომპონენტის ფარგლებში: შემუშავდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“– დოკუმენტის პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტების დროულ გამოვლენას, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესაბამის უწყებებში (დაწესებულებებში) გადამისამართებას, მათ დაცვას, დახმარებას, რეაბილიტაციას და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოების სწრაფ, კოორდინირებულ და ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას.

პრევენციის კომპონენტის ფარგლებში: ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 50 სკოლაში (საქართველოს მასშტაბით), რომელსაც 3000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე დაესწრო; 10 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც 500-მდე სტუდენტი დაესწრო. საინფორმაციო შეხვედრებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, მისი სოციალური შედეგების, და მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ;

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ჩატარდა თანასწორგანმანათლებელთათვის 14 შეხვედრა, რის შემდეგაც უკვე გადამზადებულმა თანასწორგანმანათლებლებმა 5600 ახალგაზრდას მიაწოდეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, მისი სოციალური შედეგების, და მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. საქართველოში 9 რეგიონში გადამზადდა 180 ოჯახის ექიმი ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპების და რეფერალის საკითხებზე. მოეწყო 16 საინფორმაციო ქუჩის აქცია ფონდის სერვისების ლოკაციების ქალაქებში. მოეწყო პირისპირ შეხვედრებია მოსახლეობასთან 17 რეგიონში, მათ შორის უმცირესობებთან, დევნილებთან და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან.

„სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალურ მუშაკს ჩაუტარდა ტრენინგების ციკლი (3-ეტაპიანი) ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

დახურვის ღონისძიების ფარგლებში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სინტია როჯერსი მიესალმება აუდიტორიას და მუშაობის შედეგებს შეაჯამებს.

ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილე თამილა ბარკალაია მიესალმება აუდიტორიას და მუშაობის შედეგებს შეაჯამებს.

სახელმწიფო ფონდის დირექტორი ფონდის პროექტის ანგარიშს და ღონისძიებების ამსახველ ვიდეო რგოლს წარადგენს.

პანელურ დისკუსიაზე ექსპერტების მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მნიშვნელობა შეფასდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე