შალვა თადუმაძე - იურისტისთვის მოსამართლეობა არის უმაღლესი სტატუსი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეკითხვის საპასუხოდ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა.

“ვთქვი დასაწყისში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშინაც, როდესაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც, როცა პროკურორი ვარ, მიმაჩნია, რომ ეს არის უმაღლესი სტატუსი იურისტისთვის, რასაც მოსამართლეობა ჰქვია და მით უფრო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მას მოსამართლეობის კონკურსში მიეღო მონაწილეობა.

“ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა ის, რომ ეს ფორმატი არსებობს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს პროცესი, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით და ამის შესაძლებლობა მომეცა. ამიტომ, გადავწყვიტე, მიმეღო კონკურსში მონაწილეობა. შეიძლება ეს შესაძლებლობა დარჩენილი 5-წლის განმავლობაში და შემდეგაც აღარ მომეცეს. ამიტომ, თუ პროფესიულ, კარიერულ საკითხზე ვსაუბრობთ, ეს არის ის უნიკალური შესაძლებლობა, რაც ერთი წლის თავზე გაჩნდა და ბუნებრივია, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ ანა დოლიძის პასუხად.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს