თბილისის საკრებულოში დავით უჯმაჯურიძის ადგილმონაცვლე  ნინო რუხაძე  გახდა

თბილისის საკრებულოში დავით უჯმაჯურიძის ადგილმონაცვლე ნინო რუხაძე გახდა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, ნინო რუხაძე სამართლის დოქტორია და საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

"ახალი დეპუტატი არის ძალიან კარგი და წარმატებული ქალბატონი. სამართლის დოქტორი, ასევე კარგად გარკვეულია ეკონომიკურ საკითხებში. საჯარო სექტორში მუშაობს და ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში", - განაცხადა დავითულიანმა.

დავით უჯმაჯურიძე დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა