სოფელ სადახლოში პირუტყვი დაეცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საძოვარზე გასული პირუტყვი დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, ორი ძროხა მკვდარი მწყემსმა ნახა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა სხვა პირუტყვსაც, რომელთა გადარჩენა ვეტექიმებმა შეძლეს.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ძროხების სიკვდილის მიზეზი საძოვარზე არსებული მცენარე გახდა. ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ვეტერინარები მუშაობენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ლაბორატორიული კვლევისათვის აღებულია პათოლოგიური მასალა, რომლის შედეგებიც უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით კი არანაირ ინფექციურ დაავადებას ადგილი არ აქვს. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ვეტერინარებმა ადგილზე შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს და პირუტყვის ვეტერინარული წესით დამარხვა მოხდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს