ზაზა თავაძე კითხვაზე ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით - ერთია, რას ვფიქრობ მე და მეორეა, რა წერია ქვეყნის უზენაეს კანონში

ერთია, რას ვფიქრობ მე და მეორეა, რა წერია ქვეყნის უზენაეს კანონში, -ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა.

ზაზა თავაძეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა,ანა დოლიძემ კითხვა დაუსვა - თვლის თუ არა, რომ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი რაღაც პრობლემას წარმოშობს. ზაზა თავაძემ უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს და ვერდიქტთან მიმართებით ეჭვები არ აქვს.

"არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს ვერდიქტთან დაკავშირებით .მე, მოგახსენებთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი იურისტის მოსაზრებას, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ დონეზეა გაწერილი და ამაზე არავინ დავობს, რომ არ მუშაობს.თავის დროზე, როგორც მახსოვს ეს იყო, როგორც საცდელი ვერსია. მოდი,საზოგადოებას მივანდოთ განსჯა, რამდენად იმუშავა ან არ იმუშავა. ფაქტია, რომ ეს კონსტიტუციაშიც აღმოჩნდა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე, მირჩევნია,რომ წმინდად, კლასიკურად, მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება და ჰქონდეს ის,რასაც სტრასბურგი ამბობს - დასაბუთებული იყოს გადაწყვეტილება, მაგრამ ერთია ის, რას ვფიქრობ მე და მეორე, რა წერია ქვეყნის უზენაეს კანონში", - განაცხადა თავაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს