ბექა დავითულიანი - რა განზრახვა ჰქონდათ 90-ანებში,  როდესაც რაგბის კავშირს აძლევდნენ  მიწას,   არ ვიცი

რა განზრახვა ჰქონდათ 90-ანებში, როდესაც რაგბის კავშირს აძლევდნენ ამ მიწას, გარდა დეკლარირებულისა, არ ვიცი, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა, რაგბის კავშირისთვის მიწის გადაცემაზე საუბრისას, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, რაგბის კავშირის განაშენიანების რეგულირების უკვე დამტკიცებულ გეგმაში, კორექტირებით მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება. ,,ფაქტია, რომ გრგ დამტკიცებულია და ახალი გრგ-ს დამტკიცებით, ჩვენ ვაუმჯობესებთ პირობებს. რამდენიმე რამ მინდა გაიგოს საზოგადოებამ: ერთი, რომ ეს მზიურის ტერიტორია არ არის და არის მე-9 საავადმყოფოს ჩასახვევი. ეს ტერიტორია ედუარდ შევარდნაძის დროს გადაეცა რაგბის კავშირს. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოეხსნა ვალდებულება და წარმოიქმნა კანონიერი ინტერესი განაშენიანების, მიიღო გრგ. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენ ეს გადაწყვეტულება არ მიგვეღო, ააშენებდნენ 60 ათასს კვადრატს ძველი გრგ-თი, ნაცვლად ახალი გრგ-თი დაკლებული 40 ათასისა'', - განაცხადა დავითულიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა