ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე -  მოვისმინე ძალიან საინტერესო შეფასებები, როგორი კარგი მენეჯერები არიან ოთარ ფარცხალაძე და  ზურაბ ადეიშვილი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს არაერთი კითხვა აიცილა თავიდან და არ უპასუხა.

ანა დოლიძის თქმით, მიზეზი ისაა,რომ ზაზა თავაძეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე.

"რბილად რომ ვთქვა, დღეს მოვისმინე ძალიან საინტერესო შეფასებები, როგორი კარგი მენეჯერი და ლიდერია ოთარ ფარცხალაძე, როგორი კარგი მენეჯერი და ლიდერია ზურაბ ადეიშვილი. მართალი გითხრათ, მიკვირს იმ ფასეულობების აღრევის, რომლიც დღეს გასაუბრებებზე ვიხილე,მაგრამ უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ბევრი კანდიდატი უბრალოდ, საკუთარი სტატუსით დაემალა უამრავი,მწვავე კითხვაზე პასუხის გაცემას. მთავარი პროკურორი ვარ, მოსამართლე ვარ, ეს ვარ და ის ვარ...თავაძემ არაერთი კითხვა აიცილა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი საკონატიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე.უამრავი კითხვას არ უპასუხა და მისი პოზიციიდან გამომდინარე, თავის კოლეგებს ვერ გააგებინა. იგივენაირად, საკუთარ პოიზიას ამოეფარა მოსამართლე თამარ ალანია და არართხელ არ უპასუხა კითხვას გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. აქ ადამიანები მოდიან, როგორც მოქალაქეები და კეთილი ინებონ და კითხვებს პასუხი გასცენ", - განაცხადა დოლიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს