„აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალი ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალი ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალი არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართული მონაკვეთის მშენებლობაზე პასუხისმგებელი გენერალური კონტრაქტორი კომპანია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ქართული მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვასთან დაკავშირებით.

მოგახსენებთ, რომ დღეს, 23 ივლისს, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე შედგა შეხვედრა ჩვენს წარმომადგენლებსა და მშენებლობაზე ჩვენ მიერ დასაქმებულ პირებს შორის. შეხვედრის თემა იყო დაგროვილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა.

ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შევთანხმდით, რომ დასაქმებული პირები სამუშაოს შეუდგებიან დაუყოვნებლივ, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ ხვალიდან (2019 წლის 24 ივლისიდან) დაიწყება დაგროვილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა“, - აღნიშნულია დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალის დირექტორის, ადალატ ბაგიროვის განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს