24 ივლისს იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ სამ კანდიდატს გაესაუბრებიან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეისთვის დასრულდა.საბჭოს წევრები დღეს 3 კანდიდატს გაესაუბრნენ, ესენი არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და იურისტი გიორგი თევდორაშვილი.

24 ივლისს კი იუსტიციის საბჭო კიდევ სამ კანდიდატს გაესაუბრება. 10:00 საათზე ჩაინიშნა გასაუბრება ლევან თევზაძესთან, 13:00 საათზე ილონა თოდუასთან, ხოლო 17:00 საათზე უჩა თოდუასთან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 15-ს გაესაუბრა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს