პარლამენტთან აქციის ფარგლებში ხვალინდელი გადაცემის სტუმრები ალეკო ელისაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე იქნებიან

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის 34-ე დღე დასრულდა. სიმბოლურ დროს, 20:20 საათზე დაიწყო გადაცემა "სირცხვილია", რომლის დღევანდელი სტუმრები პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და ადვოკატი ბექა ბასილაია იყვნენ. სტუმრებმა გადაცემის წამყვანის და დამსწრე საზოგადოების დასმულ კითხვებს უპასუხეს.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის 35-ე დღე გადაცემით "სირცხვილია" 20:20 საათზე განახლდება და მისი სტუმრები პარტია "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტია "გირჩის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე იქნებიან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს