ეკა ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად იმუშავებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტროს სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის აუცილებელი, როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის. სწორედ ამ რგოლიდან უნდა იწყებოდეს ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომა. ამავდროულად უნდა გავაუმჯობესოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სერვისების ხარისხი“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ასევე გააცნო ინოვაციური ინიციატივა ტელემედიცინის დანერგვის შესახებ, რისი პილოტირება უკვე დაწყებულია იმერეთში. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გაამარტივებს და უფრო მოქნილს გახდის მკურნალობის პროცესს და მის უწყვეტობას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხია. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ზუსტად გამოიკვეთოს ის მიზეზები, რის გამოც მედიკამენტებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები არის მაღალი და მოხდეს ამ ფაქტორებზე რეაგირება.

ჯანდაცვის მინისტრმა სილვიუ დომენტეს ასევე გააცნო მისი ხედვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შესახებ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რაც სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გაატარა დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლისთვის, თუმცა მინისტრის შეფასებით, საჭიროა დამატებითი რეგულაციების და მექანიზმების შექმნა, რომლებიც მეტად გააკონტროლებს სახელმწიფოს ხარჯებს და მათ მიზნობრიობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მინისტრის ხედვები სრულ თანხვედრაშია როგორც პირადად მის შეხედულებებთან, ასევე იმ საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან, რომლითაც გლობალურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ქვეყენები.

სილვიუ დომენტემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე