ქუჩებზე, სადაც ავტობუსების ზოლები შუაში დაიხაზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს ივლის

ქუჩებზე, სადაც ავტობუსების ზოლები შუაში დაიხაზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს ივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, ანალოგიური მოძრაობა იქნება მელიქიშვილის გამზირზეც.

„ქუჩებზე, სადაც ავტობუსების ზოლები შუაში მოეწყობა, ავტობუსები საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს იმოძრავებს. მგზავრი არა სავალ ნაწილზე, არამედ შიგნით, პლატფორმაზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ყველაფერი გადაბმული იქნება განმგრძობ დერეფნებზე. ჭავჭავაძის დერეფანი გადაებმება მელიქიშვილისა და თამარაშვილის ქუჩებს.

მოძრაობა მელიქიშვილის გამზირზე მხოლოდ ავტობუსებისთვის შეიცვლება. ავტობუსს არ მოუწევს კოსტავას ქუჩაზე ჩასვლა, ის ვაკეში მელიქიშვილის ქუჩით, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გაივლის. კერძო ავტომობილებისთვის კი ვარაზისხევი - მელიქიშვილი-კოსტავას მონაკვეთი უცვლელად დარჩება“, - განაცხადა აბესაძემ.

ასმათ აბესაძის ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა