მამუკა ხაზარაძე - სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ.

როგორც ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, „ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად“.

„სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ ამან მოგვაყენა ძალიან სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი, ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი“, - განაცხადა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია