ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ფილიპ ჰამონს ჩაანაცვლებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ბორის ჯონსონი პრემიერი გახდებოდა, მინისტრის პოსტს თავად დატოვებდა.

ჯონსონის გადაწყვეტილებით, „ბრექსითის“ მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს სტეფან ბარკლაი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წელს დაინიშნა.

ბორის ჯონსონმა „ბრექსითის“ ყოფილი მინისტრი, დომინიკ რააბი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დაასახელა; შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი საერთაშორისო განვითარების ყოფილი მდივანი, 47 წლის ფრითი პატელი წარადგინა; სახელმწიფო მინისტრი უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დანაშაულში ბენ უალასი - თავდაცვის მდივანი ხდება; ლიზ ტრასი საერთაშორისო ვაჭრობის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ლაიამ ფოქსს ანაცვლებს; განათლების სახელმწიფო მინისტრად კი უილიამ გავინსონი დაინიშნა.

ჯერემი ჰანთმა, რომელიც ჯონსონის მთავარი კონკურენტი იყო, განაცხადა, რომ ის უარს ამბობს შეთავაზებაზე და მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილი არ იქნება.

რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, ლანკასტერის საჰერცოგო კანცლერის თანამდებობას მაიკლ გოვე იკავებს; იუსტიციის მინისტრად რობერტ ბუკლენდი დაინიშნა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დევიდ გაუკეს შეცვლის; ანდრია ლიდსმენი ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის მდივნად, ნიკი მორგანი კი- ციფრულ, კულტურის, მედიისა და სპორტის მდივნად დაინიშნა. თანამდებობას ინარჩუნებს ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰანკოკი.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა