თამარ ჩუგოშვილი - ანაკლიის პორტი არ არის რომელიმე პირის პირადი პროექტი, ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი

ანაკლიის პორტი არ არის რომელიმე კომპანიის, კონსორციუმის ან რომელიმე პირის პირადი პროექტი და საკუთრება. ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების კომენტირებისას განუცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფო დაკვეთაა და არასწორია საკითხის ისე დაყენება, თითქოს ეს პროექტი კონკრეტული კომპანიის ან პირის საკუთრებაა.

"არაერთხელ გვითქვამს და შემიძლია გავიმეორო იგივე. ანაკლიის პორტი არ არის რომელიმე ან კომპანიის ან კონსორციუმის ან რომელიმე პირის პირადი პროექტი ან საკუთრება. ეს არის სახელმწიფოს სტრატეგიული პროექტი, ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის გამტარუნარიანობა, ტრანზიტის შესაძლებლობები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ უბრალოდ შეუძლებელია საკითხის ისე დაყენება, თითქოს ეს ეკუთვნის ან ერთ კომპანიას, ან ერთ პირს, ეს არის სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფო ყველა ეტაპზე მაქსიმუმს აკეთებდა, რომ ხელი შეეწყო პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის პროექტის წარმატებით წარსამართად," - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლების ხელშეწყობა პროექტს ყოველთვის ჰქონდა და ექნება.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა