მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და მისი მოადგილე დავით ტორუა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ ზაურ დარგალთან ერთად გაეცნენ.

მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მარნეულის, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის, შაუმიანისა და ქუთლიარის სასწრაფოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნება.

„ცენტრი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, სადაც დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა