საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისაკენ მოუწოდებს

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, C ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ნახევარზე მეტი უკვე გავიარეთ, მძიმედ დაავადებული ადამიანები უკვე განიკურნენ და ახლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ გაიაროს ტესტირება, რომელიც უფასო პროცედურაა.

„პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი მივიდეს ყველა მოქალაქემდე, დავამარცხოთ C ჰეპატიტი და ვიყოთ სამაგალითო. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ, უკვე კახეთის რეგიონშიც ამოქმედდა ე.წ. "ინტეგრირებული სკრინინგის" პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ ერთი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია 3 ყველაზე მძიმე დაავადების დიაგნოსტიკა, როგორიცაა: C ჰეპატიტი, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ფრანგული სამედიცინო ცენტრი,,კახეთი იონი" დაათვალიერა“, - აღნიშნულია საქართვლეოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა