ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის ჯონსონს - ვერც თავმომწონე განცხადებები და ვერც ბულინგი გვაიძულებს, რომ ევროპულ პრინციპებსა და ერთიანობაზე უარი ვთქვათ

ევროკავშირი არასოდეს დათმობს თავის პრინციპებს, - ამის შესახებ გერმანელმა კანონმდებელმა ნორბერტ როტგენმა განაცხადა. იგი „ტვიტერის“ გვერდზე დიდი ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ძვირფასო ბორის ჯონსონ, ვერც თავმომწონე განცხადებები და ვერც ბულინგი ვერ გაიმარჯვებს და ვერ გვაიძულებს ევროპულ პრინციპებსა და ერთიანობაზე უარი ვთქვათ“, - დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნორბერტ როტგენმა.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ იგი ევროკავშირთან ბრექსითის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევას შეეცდება, თუმცა, თუ ევროკავშირი ამაზე უარს იტყვის, მაშინ ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროპულ ბლოკს შეთანხმების გარეშე დატოვებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს