კრწანისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

კრწანისის გამგეობა რაიონში ავარიული შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. მწვავედ ავარიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება ამჯერად, საიათნოვას N13-ში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას რაიონის გამგეობა 328 934 ლარით აფინანსებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ფუძე-საძირკვლის გამაგრების სამუშაოები უკვე ჩატარდა, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა სარკმელები და საყრდენი კედლები. ამ დროისთვის, შენობის გამაგრების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ფასადის, აივნების რესტავრაციას, ასევე, ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას გულისხმობს.

„სამუშაოები ითვალისწინებს ფლიგელის დაზიანებული დეტალების მოხსნასა და აღდგენას, რის შემდეგაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი პირვანდელი იერსახით აღდგება და შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება.

გამაგრების სამუშაოებს შპს „გრანიტი“ ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი