ქართულ „აიგრუპსა“ და ჩინურ „ჩანგანს“ შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„აიგრუპი“ ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის პროექტირების ეტაპზე გადავიდა. თბილისში ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის „აიგრუპის“ და საერთაშორისო კორპორაცია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ქართულ მხარეს ჩინელმა მწარმოებლებმა საწარმოს შენობების განლაგების, აღჭურვისა და ტექნოლოგიური სქემის ტექნიკური დოკუმენტები გადმოსცეს. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს სამშენებლო პროცედურებს.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საწარმო კომპლექსის მშენებლობის პროექტირება. სამშენებლო და საპროექტო საქმიანობის წარმართვისთვის „აიგრუპი“ არჩევს კომპეტენტურ სამშენებლო კომპანიას. ტენდერის შედეგად შემოსული წინადადებები განხილვის ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, წინა სამშენებლო სამუშაოების დასრულება და მშენებლობის დაწყება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საწარმო ხაზების შეძენაზე, რომლის შემოტანაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდება და ქუთაისის საწარმოში წლის ბოლომდე დამონტაჟდება.

„ჩინელ პარტნიორებთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ტექნიკური დავალება, რომელიც მათგან მივიღეთ, პროექტირების პერიოდში სწორ დაგეგმვაში დაგვეხმარება. მუშაობა მიმდინარეობს მომწოდებლებთან, რათა ავაწყოთ სანდო და გამოცდილი მომწოდებელთა ჯაჭვი, რომელიც პროცესის უწყვეტობის გარანტი იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი დაგვეწყება შემოდგომაზე, რომლიც დაპირებული 300 ვაკანსიის გამოცხადებას, თანამშრომლების აყვანას და შემდეგ მათ სწორ მომზადებას გულისხმობს“- აცხადებს „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა გულედანი.

ერთ კვირაში ქართული მხარე ჩინეთში გაემგზავრება რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე, რომლის ფარგლებში ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო კორპორაცია „ჩანგანის“ საწარმოს დაათვალიერებენ და ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის პირველ ეტაპზე ქარხანაში „ჩანგანის“ ერთი მოდელი აეწყობა. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი გახდება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკო პროდუქციის - მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, სადაც საბოლოოდ, 3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის