ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დაწყებულია ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის გზის რეაბილიტაცია. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 410 397 ლარს შეადგენს და მისი საბოლოოდ დასრულება 2020 წელს იგეგმება.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, ასევე, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 7 ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები და საყრდენი კედლები. ასევე, გათავლისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ავტობუსის გაჩერებების მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 19 671 177 ლარია.

დასრულების ფაზაშია ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი, 26 კმ-იანი საავტომობილო გზის ასფალტირება. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს.

მიმდინარეობს სოფელ კრიხისა და სოფელ ჭყვიშის გზების რეაბილიტაციაც. პერიოდულად კი მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს სოფლებთან დამაკავშირებელი განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

2019 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის