ლევან კობერიძის შეფასებით, ლარის გაუფასურების პარლამენტთან მიმდინარე აქციებისთვის გადაბრალება არასერიოზულია და უპასუხისმგებლობას წარმოადგენს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, ლარის გაუფასურების პარლამენტთან მიმდინარე აქციებისთვის გადაბრალება არასერიოზულია და უპასუხისმგებლობას წარმოადგენს.

როგორც კობერიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ლარის კურსი ზუსტად ასახავს იმას, რაც ეკონომიკაში ხდება. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი მთავარი დამნაშავე არ არის.

“როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ ლარის კურსი თურმე ერთი დღის მოვლენებით იცვლება, ასეთი განცხადებებით ხელისუფლება ლარს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ის მოვლენები, რაც ამ ხნის განმავლობაში ვითარდებოდა. ლარი მთელი წლის განმავლობაში ნელ-ნელა, სტაბილურად უფასურდებოდა. ეს პროცესი განსაკუთრებით მაისის თვიდან დაიწყო, როცა მაისის დასაწყისში კურსი 2.7 იყო და მაისის ბოლო 2.8 გახდა. მხოლოდ მაისის თვეში ლარი 10 ერთეულით გაუფასურდა. სად იყო მაშინ 20 ივნისის მოვლენები?!

ვერ ვიტყვით იმას, რომ პოლიტიკური სიტუაცია ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი არ არის. ყველაზე მთავარია ჯამური ეფექტი - სახელმწიფო თანხების არაყაირათიანი ხარჯვა. საპარტნიორო ფონდი წელსაც ზარალზეა. შემოსავლების სამსახურში იყო გამოძიება, ორი ადამიანია დაკავებული და დღგ-ს ნაწილში 30 მილიონი ყალბი აქტივი იყო შექმნილი. ეს ბიუჯეტიდან დაკარგული თანხებია. “აჭარა ბეთი“ რომ არ გაყიდულიყო, რეალურად კატასტროფას მივიღებდით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო