კობა გვენეტაძე - ლარის კურსის ფორმირებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და შეუძლებელია რომელიმე ცალკე ფაქტორი გამოვყოთ

ლარის კურსის ფორმირებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და შეუძლებელია რომელიმე ცალკე ფაქტორი გამოვყოთ, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების კითხვას, „თიბისი ბანკის” გარშემო მიმდინარე პროცესებმა მოახდინა თუ არა გავლენა ეროვნული ვალუტის კურსზე. მისი თქმით, ყველაზე დიდი ფაქტორი, რაც ამ ეტაპზე გავლენას ახდენს, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტად შემცირებაა. როგორც გვენეტაძე აღნიშნავს,ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო ქვეყანაში პოზიტიურია.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე ინტერვენციებს არ გეგმავს და პროცესებს აკვირდება, საჭიროების შემთხვევაში კი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

“როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ვუყურებთ ინფლაციის პროგნოზს და არა დღევანდელ დონეს, აქედან გამომდინარე შეუძლებელია ამ წუთში რაიმეს თქმა, ჩვენ ვაკვირდებით ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსაც და იმ შემთხვევაში თუ საჭიროება იქნება, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს”,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა