საქართველომ შესაძლოა, ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს

30 ივლისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

აღმასკომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სეოკ-მა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში წარადგინოს განაცხადი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. სეოკ-ის ადმინისტრაციას დაევალა ოპერატიულად წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა