რეანიმობილის აპარატურის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელსაც რაჭიდან თბილისში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 16 წლის მოზარდი გადმოჰყავდა, მოკვლევა დიაწყო

რაჭიდან ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გადაყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ლუკა ფოფხაძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის მამუკა ნემსიწვერიძის ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი შეუძლოდ მწვავე ვირუსით, ზღვიდან დარუნების შემდეგ გახდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თბილისში გადასაყვანად რეანომობილი გამოიძახეს. მოზარდის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს.

მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათი დააგვიანა. მოზარდის ახლობლების მტკიცებით, რეანომობილის ექიმი გადაყვანაზე უარს ამბობდა, აცხადებდა, რომ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, გადაყვანა უშედეგო იქნებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისში გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, დადასტურდა აპარატურის დაზიანება, რამაც პაციენტის დაყოვნება და სავარაუდოდ, მდგომარეობის გართულება გამოიწვია. მისი თქმით, დაიწყო მოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 80 ერთეული რეანომობილია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე