„საქსტატი“ - 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 31 400 ექიმია დასაქმებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის ძირითად მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31 400 ექიმი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16 000 საწოლთა ფონდით (2017 წელს 15.1 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 4.9 დღე (2017 წელს - 5.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 187.2 დღე (2017 წელს - 180.5 დღე).

„ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება,”-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 18 075 კაცი შეადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ