საქსტატი - მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 პროცენტი) დაავადებები, - ამის შესახებ საქსტატის 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშშია აღნიშნული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 1.9 პროცენტით გაიზარდა.

„2017 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 14.1 პროცენტით, სიმსივნეების - 10.3 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 30.7 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების - 5.6 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 14.1 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით,“-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა