უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ჯანეზაშვილს და მეთოფიშვილს - ძალიან გთხოვთ, ისეთი შეკითხვები არ დამისვათ, რაც საოცრად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს

ბატონო სერგო და ქალბატონო ნაზი, ძალიან გთხოვთ, ისეთი შეკითხვები არ დამისვათ, რაც საოცრად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ქეთევან მესხიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის და მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს.

ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატს ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებით შეკითხვა დაუსვა. ამ კონტექსტში ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობს მოსამართლე ლევან თევზაძე, რომლის სიძეც საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელიაა. მისივე თქმით, ასევე კონკურსში მონაწილეობს კანდიდატი ზურაბ აზნაურაშვილი, რომლის რძალიც თამარ ონიანი, საბჭოს მოსამართლე წევრია.

„თქვენ ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გიქმნით თუ არა დისკომფორტს ის გარემოება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში თქვენს კონკურენტს შესაძლოა ვინმე დაეხმაროს და შესაძლოა საბჭოში ჰყავს ლობი. თქვენ არავინ გყავთ საბჭოში. სამართლებრივად, სტანდარტებიდან გამომდინარე, სწორად მიგაჩნიათ თუ არა, რომ კონსტიტუციური ორგანო ასე იქცევა - იუსტიციის საბჭოში თავისი ახლო ნათესავები კონკურსში მონაწილეობენ და თვითაცილებას არ აყენებენ“, - ჰკითხა ჯანეზაშვილმა კანდიდატს.

ვიდრე ქეთევან მესხიშვილი ჯანეზაშვილს უპასუხებდა, ჩაკითხვის შესაძლებლობით ისარგებლა საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა.

„ქალბატონო ქეთევან, თქვენ უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის, რომ ქალბატონი ნაზიბროლას მეუღლე "ლიბერალის"რედაქტორი იყო და მედიამხარდაჭერას უწევდა ქალბატონ ნაზიბროლას სასამართლო სისტემის ლანძღვა-გინებაში. უხერხულობას ხომ არ გიქმნით იუსტიციის საბჭოს ასეთი წევრი, რომელსაც ასეთი მედია მხარდაჭერა ჰქონდა ოჯახის წევრის მხრიდან?!" - ჰკითხა მეთოფიშვილმა კანდიდატს.

ქეთევან მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე პასუხის გაცემა უხერხულობას უქმნის.

„ძალიან უხერხულია ჩემგან ამ საკითხებზე კომენტირება. არაეთიკურია. იმდენი რამით ვარ თქვენთან მოსული, იმდენი კვლევით, იმდენი სამეცნიერო საქმით და იმდენი განსხვავებული აზრით, ამით ჩემს მიუკერძოებლობასაც შეაფასებთ, მედეგობასაც და განსხვავებული აზრის დაფიქსირების უნარსაც. ასევე შეაფასებთ იმის უნარსაც, რამდენად შემწევს სუბიექტურ ღირებულებებზე მაღლა დადგომა და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ისეთი შეკითხვები, რაც საოცრად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, ბატონო სერგო და ქალბატონო ნაზი, არ დამისვათ. ეს არის კონკურსი და ისინი არიან ჩემი კონკურენტები. ამიტომ, მე კომენტარისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ქეთევან მესხიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია