ქუთაისის საკრებულოს სხდომა, რომელსაც დეპუტატი ნანა კოსტავა ესწრება, ხმაურით დაიწყო

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გახდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პლაკატით "ნანა წადი" ქუთაისის საკრებულოს სხდომას ესწრებიან.

მათი პროტესტი უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ საკრებულოს მუშაობის ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

„ვიდრე არ დატოვებენ სხდომას, არ დავიწყოთ მუშაობა", -განაცხადა მან.

ალეკო ახალაძის მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია არ დაეთანხმა. ნიკა ლატარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლებას ხელს ვერ შეუშლიან.

კამათი ასევე გამოიწვია ჟურნალისტების აქტიურობამაც.

ალეკო ახალაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჟურნალისტები ფოტოებს იღებენ, მათ ხელი ეშლებათ. ამის გამო მან სხდომის დახურვის საკითხზეც ისაუბრა.

გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, დღეს სხდომას პირველად ესწრება დეპუტატი ნანა კოსტავა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სიძულვილის ენის შემცველი პოსტი 28 მაისს დაწერა, რასაც მის წინააღმდეგ აქციები მოჰყვა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი