მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“ - იმის ნაცვლად, რომ ეს თემა პოლიტიკურ პროცესში გადაზარდოს, მოვუწოდებთ შეასრულოს ვალდებულებები და განახორციელოს პროექტი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებებზე განმარტება გააკეთა.

„ჩვენ ის ფაქტები წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომლის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს კონსორციუმი. არაერთხელ ვთქვით, რომ ეს პროექტი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით, არის პრიორიტეტული და სახელმწიფო მნიშვნელობის. სწორედ სახელმწიფომ დაიწყო პროცესი თავის დროზე ისეთი ინვესტორის გამოსავლენად, რომელიც შეძლებდა დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობას და 50 წლის განმავლობაში მის ფუნქციონირებას და განვითარებას. სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აქვს დადებული ხელშეკრულება, სადაც გაწერილია კონკრეტული ვალდებულებები. ფაქტია, რომ ინვესტორის ვალდებულებები სამწუხაროდ არ სრულდება უკვე მესამე წელია. 2017 წლის აგვისტოში უნდა ყოფილიყო მოზიდული დაფინანსება და იმავე წლის ბოლოს დაწყებულიყო პორტის მშენებლობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პროექტს თავიდანვე ჰქონდა სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატა ვალდებულებების გადავადებასა და სანქციების პატიებაში, ინვესტორის ხელშეწყობის მიზნით კი სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 250 მილიონი დოლარის საერთო ინვესტიცია იდება ამ პროექტში.

„იმის ნაცვლად, რომ კონსორციუმმა ეს თემა პოლიტიკურ პროცესში გადაზარდოს, მთავრობას გადააბრალოს თავისი პრობლემები და გააგრძელოს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, ქართველ და უცხოელ დამფუძნებლებს მოვუწოდებთ გააერთიანონ ძალისხმევა, შეასრულონ აღებული ვალდებულებები და განახორციელონ პროექტი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია