შპს „ჯეუ გრუპი“ კახა კალაძის განცხადებაზე - ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე

ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც ავტომანქანების ნაკადი კვლავ გადაინაცვლებს ძირითად გზაზე, - ამის შესახებ შპს „ჯეუ გრუპის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც კომპანია თბილისის მერს ეხმაურება.

„დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის კახა კალაძის შენიშვნები ჩვენ მიერ შესრულებული პროექტის - კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ამას დღესვე მოჰყვა შეხვედრა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან და დეტალურად გავეცანით ყველა იმ პრობლემას, რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიქმნა რეაბილიტირებულ გზებზე.

ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და აღმოვფხვრათ ყველა ხარვეზი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც ავტომანქანების ნაკადი კვლავ გადაინაცვლებს ძირითად გზაზე.

წლებია, როგორც კონტრაქტორი კომპანიები, სხვადასხვა ტენდერის საფუძველზე ვემსახურებით თბილისის მერიას და მუნიციპალიტეტის დაკვეთით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე წამყვანი პოზიციებისა და ჩვენი კლიენტების ნდობის შენარჩუნება, მათ შორის დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების მერიასთან თანამშრომლობით შესრულება.

მიმდინარეობს აღნიშნული დეფექტების გამომწვევი მიზეზების დადგენა. მერია და საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ხარვეზების აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამასთან, ჩვენი კომპანიის მიერ ბევრი წარმატებული პროექტია განხორციელებული და ვიმედოვნებთ მათ რიგში ჩადგება კახეთის გზატკეცილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ შარშან კახეთის გზატკეცილის მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო ზოლების რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, დღეს კი კატასტროფული შედეგი დგას. კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ეს კომპანიები საკუთარი სახსრებით სათადარიგო მონაკვეთებს ხელახლა გაუკეთებენ რეაბილიტაციას.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს