გიორგი ქადაგიძე - როდესაც ლარი უფასურდება, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები, ამიტომ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა სჭირს ჩვენს ეკონომიკას

კითხვა, რა ემართება ლარს, ბოლომდე სწორი არ არის - ლარი იმ მოვლენების ინდიკატორია, რაც ეკონომიკაში ხდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, გადაცემაში “სირცხვილია“ მიიღო მონაწილეობა.

ქადაგიძის თქმით, ფუნდამენტური პრობლემა და მთავარი კითხვაა, რატომ ვერ აწარმოებს ქვეყანა საკმარისს მომსახურებასა და პროდუქციას და რატომ არ იქმნება საქართველოში დოვლათი, რაც კეთილდღეობასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

“ლარი ეკონომიკაში მიმდინარე სიტუაციას ასახავს. როდესაც ლარი უფასურდება, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები. ამიტომ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა სჭირს ჩვენს ეკონომიკას, რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა და რატომ ვერ ვქმნით საკმარისს დოვლათს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი ანუ ყველა პროდუქციის ჯამური ღირებულება, რასაც საქართველო აწარმოებს და გარეთ ყიდის, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია.

“შედარებისთვის რომ ვთქვათ, 30 წელიწადში ირლანდიამ შესძლო თავისი საექპორტო პროდუქციის გაზრდა დაახლოებით 30-მილიარდით, სინგაპურმა - 80 მილიარდით, ესტონეთმა კი დაახლოებით - 15 მილიარდით“, - აღნიშნა ქადაგაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს