დავით უსუფაშვილი - დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება კავშირშია ანაკლიის საკითხთან, თუ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები, ანაკლიის კი არა, ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს

სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სრულიად უპასუხისმგებლოა. კერძო, პერსონალურ, პოლიტიკურ, სახელისუფლებო თუ რაღაც ფინანსურ ინტერესებს ეწირება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, დავით გარეჯთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავება ორგანულად უკავშირდება პორტის საკითხს, რადგან აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა ასეთი ტიპის პროექტს მნიშვნელობას უკარგავს.

"დარწმუნებული ვარ დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემების გართულება ორგანულადაა კავშირში ამ საკითხთან, ვინაიდან თუ ჩვენ აზერბაიჯანთან აგვერია ურთიერთობები,მაშინ ანაკლიის პორტი კი არა ,ფოთის პორტის დაკეტვაც მოგვიწევს. ვინაიდან ასეთ პროექტებს მხოლოდ მაშინ აქვს დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ რეგიონში ვართ გამტარი ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთების,"-აცხადებს უსუფაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია