„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი - მთავრობას არანაირ კომერციულ რისკებში შემოსვლას არ ვთხოვთ - მთავრობას ყველაზე უსაფრთხო პოზიცია აქვს

მთავრობას ყველაზე უსაფრთხო პოზიცია აქვს კომერციული კუთხით, არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ან არ დაიბრუნებს თავის ფულს ან დახარჯული თანხის სანაცვლოდ არ დარჩება გამართული, თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კომერციული რისკების კომენტირებისას განუცხადა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულად გამართულია.

მისივე თქმით, რაც შეეხება რისკების გადანაწილებას, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში ხორციელდება, რისკები მხარეებს შორის უნდა განაწილდეს.

„არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ან არ იბრუნებს თავის თანხას ან არ იღებს სრულიად გამართულ პორტს. საპირისპიროდ, არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ დაკარგონ თანხა, ვინც კაპიტალში დებს ინვესტიციას. მთავრობას არანაირ კომერციულ რისკებში შემოსვლას არ ვთხოვთ. მთავრობას ყველაზე უსაფრთხო პოზიცია აქვს კომერციული კუთხით, არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ან არ დაიბრუნებს თავის ფულს, ან დახარჯული თანხის სანაცვლოდ არ დარჩება გამართული, თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლიის პროექტს არანაირი კომერციული პრობლემები არ გააჩნია. ეს პროექტი კომერციული თვალსაზრისით სრულიად გამართლებულია. იმის გამო, რომ ეს პროექტი საჯარო-კერძო პარტნიორობის, ppp, ფორმატში ხორციელდება, მასში ჩართული ვართ ჩვენ, კერძო ინვესტორი, ბანკები და სახელმწიფო რისკები უნდა გადავინაწილოთ გარკვეული დაბალანსებული გზით. მთავრობა იძახის დღეს, რომ არ აპირებს ტვირთბრუნვის დაზღვევას, რაც გარკვეულ დარტყმას აყენებს პროექტს და არასწორია,"-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, არაა სწორი განცხადებები, რომ კონსორციუმს მის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებზე რეაქცია არ უნდა ჰქონდეს.

„არავის უმდა ჰქონდეს ილუზია, რომ როდესაც დარტყმა მოდის ჩვენ, ამაზე რეაგირება არ გვექნება. ეს პროცესები ჩვენი ნებით და ინიციატივით არ დაწყებულა,"-აცხადებს ახვლედიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა