ორი მუშის მდგომარეობა, რომლებიც ზუგდიდში სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოიყვანეს,  სტაბილურია

ორი მუშის მდგომარეობა, რომლებიც მაშველებმა ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოიყვანეს, სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მუშებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიწის ჩამოშლის მომენტში საკანალიზაციო არხში რამდენიმე მუშა იმყოფებოდა და ორის გარდა, ამოსვლა ყველამ მოასწრო. ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ფაიფერი“ ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენლის ლაშა ლატარიას განცხადებით, მშენებლობისას რკინის დამცავი ჯებირები ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ამისა მიწა მაინც ჩამოიშალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე