ორ კვირაში 30 სამედიცინო კლინიკის შემოწმების შედეგად, 20 ოქმი დაიწერა, აქედან 3 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

2 კვირის განმავლობაში საავადმყოფოების კომპლექსური შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობასთან, კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან,უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის კომენტირებისას განუცხადა.

ზაალ კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის უკვე შემოწმდა 30 კლინიკა და მათ შორის გამოვლინდა 3 ისეთი დარღვევა, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის რისკები იკვეთება.

„გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშორებით, ასევე კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. სულ შემოწმდა 30 კლინიკა და დაიწერა 20 ოქმი. როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, იყო დაახლოებით 3 საქმე, რომლებშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ასეთი საქმეები შესასწავლად შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ,- აცხადებს ზაალ კაპანაძე.

მისივე თქმით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ქვეყნაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება.

„რეგისტრირებულია 2800-მდე სამედიცინო დაწესებულებაა. ხდება მათი დიფერენციაცია, 300-ზე მეტი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია აკმაყოფილებდეს სანებართვო-სალიცენზიო პირობებს. თუ რა ვადებში დასრულდება შემოწმება, კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია,“-განაცხადა კაპანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე